სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მოგეხსენებათ, რაფაელ ნადალმა პროფესიონალური კარიერა ოფიციალურად დაასრულა. ლეგენდარულ ესპანელს თავის 23-წლიან კარიერაში უამრავი საოცარი რეკორდი აქვს დამყარებული.
ყველაზე მეტი ტიტული ერთ გრანდ სლემზე
ნადალმა დიდი სლემის ტურნირი კარიერაში 22-ჯერ მოიგო, აქედან 14 კი როლან გაროსი იყო - 2005, 2006, 2007, 2008, 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2017, 2018, 2019, 2022 და 2022 წლებში.
ზედიზედ ყველაზე მეტი კვირა ტოპ 10-ში
რაფამ ზედიზედ 912 კვირა გაატარა ATP რეიტინგის ტოპ 10-ში, რაც დაახლოებით 18 წელიწადია. ესპანელმა ეს 2005 წლის აპრილიდან 2023 წლის მარტამდე შეძლო.
ზედიზედ ყველაზე მეტ სეზონში მოგებული გრანდ სლემი
ნადალმა დიდი სლემის ტურნირის მოგება ზედიზედ 10 სეზონში მოახერხა - 2005-დან 2014 წლის ჩათვლით.
ყველაზე გრძელი მოგებათა სერია ერთ საფარზე
რაფამ 2005-დან 2007 წლის ჩათვლის თიხის საფარზე ჩატარებულ 13 ტურნირზე ზედიზედ 81 მატჩის მოგება მოახერხა.
ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცი კარიერული ოქროს სლემით
ნადალს 24 წლის ასაკში უკვე ოთხივე დიდი სლემი და ოლიმპიადა ჰქონდა მოგებული. 2010 წელს მან პირველი US Open მოიგო და კარიერული ოქროს სლემი შეასრულა.
ერთადერთი მოთამაშე 4 ტურნირზე 10+ ტიტულით
რაფას როლან გაროსი 14-ჯერ, მონტე კარლოს მასტერსი 11-ჯერ, იტალიის ღია პირველობა 10-ჯერ და ბარსელონას ღია პირველობა 12-ჯერ აქვს მოგებული.
ერთადერთი კაცი 3 განსხვავებულ დეკადაში მოგებული რამდენიმე სლემით
ესპანელმა რამდენიმე გრანდ სლემი 3 განსხვავებულ ათწლეულში მოიგო. 2000-იანებში მან 6 გრანდ სლემზე გაიმარჯვა, 2010-იანებში 13 ტიტული მოიპოვა, 2020-იანებში 3 დიდ სლემს დაეუფლა.
რა თქმა უნდა, რაფაელ ნადალს კიდევ უამრავი რეკორდი ეკუთვნის, თუმცა არსებული ჩამონათვალიც საკმარისია იმის გასაგებად, თუ როგორი დიდი მოთამაშე დაემშვიდობა პროფესიონალურ ჩოგბურთს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები