მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მაიამის მასტერსის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი და 19 წლის ჩეხი, იაკუბ მენსიკი დაუპირისპირდნენ, სენსაციით დასრულდა.
თამაში წვიმის გამო თითქმის 5-საათიანი დაგვიანებით დაიწყო და მენსიკის 2 სეტში გამარჯვებით, 7:6 (4) 7:6 (4) დასრულდა. თავის კარიერაში ყველაზე დიდი გამარჯვების მოსაპოვებლად იაკუბს კორტზე 2 საათის და 5 წუთის გატარება დასჭირდა.
ჩოგბურთელებმა ერთმანეთის მოწოდება ამ მატჩში სულ თითოჯერ მოახერხეს - მატჩის სტარტზე მენსიკმა 3:0 წაიყვანა, თუმცა 4:2-ზე ჯოკოვიჩმა რებრეიკი შეასრულა და საქმის გარჩევა ტაი-ბრეიკზე გახდა საჭირო.
ამრიგად, ნოვაკმა სეზონის პირველი ტიტულის მოგების შანსი გაუშვა ხელიდან, მენსიკმა კი თავისი დებიუტი მასტერსების ფინალში გამარჯვებით აღნიშნა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები