მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მაიამის მასტერსის მეორე ნახევარფინალში ჩეხმა იაკუმ მენსიკმა ამერიკელი ტეილორ ფრიცი დაამარცხა.
შეხვედრა 2 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა და მენსიკის გამარჯვებით 7:6 (4) 4:6 7:6 (4) დასრულდა.
ამრიგად, მენსიკი ფინალში გავიდა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება, რომელიც თავისი მე-100 კარიერული ტიტულის მოგებას შეეცდება.
მატჩი ხვალ, 30 მარტს, 22:00 საათზე გაიმართება.
ჯოკოვიჩსა და მენსიკს შორის აქამდე ერთადერთი მატჩი შედგა - 2024 წლის ოქტომბერში ისინი ერთმანეთს შანხაის მასტერსზე დაუპირისპირდნენ და გამარჯვება სერბს, მძიმე ბრძოლაში და 3 სეტში დარჩა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები