სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
რაფა ნადალმა საჩოგბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.
თავის ბოლო ტურნირზე, დევისის თასზე ლეგენდა მეოთხედფინალში ნიდერლანდელ ბოტიჩ ვან დე ზანდშულპთან ორ სეტში, 4:6 4:6 დამარცხდა.
ესპანელისთვის ეს აგვისტოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ პირველი მატჩი იყო. მან ერთი თვის წინ დააანონსა, რომ დევისის თასი მის კარიერაში უკანასკნელი ტურნირი იქნებოდა.
მოგვიანებით, კარლოს ალკარასმა ნადალის კარიერის გაგრძელება სცადა, როდესაც თავის მატჩში ტალონ გრიეკსპორი 7:6 6:3 დაამარცხა და ნიდერლანდებსა და ესპანეთს შორის ყველაფერი მესამე, წყვილების მატჩში უნდა გადაწყვეტილიყო.
ესპანეთის ნაკრების რიგებში გამარჯვების მოსაპოვებლად კორტზე მარსელ გრანოლიერსი და კარლოს ალკარასი გავიდნენ, თუმცა ორ სეტში დამარცხდნენ და დევისის თასს ოფიციალურად დაემშვიდობნენ.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაფა ნადალის საჩოგბურთო კარიერა ოფიციალურად დასრულებულია - საღამოს იყო ბევრი ცრემლი, ესპანეთის ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენის გაცილება და ოვაციები, რაც ნადალმა ცალსახად დაიმსახურა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები