მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
კანადელმა ჩოგბურთელმა დენის შაპოვალოვმა თავისი კარიერის ყველაზე დიდი ტიტული მოიგო.
დალასში გამართული ATP-ს 500-იანი ტურნირის ფინალში შაპოვალოვმა კასპერ რუუდი ორ სეტში, 7:6 6:3 დაამარცხა და სეზონის პირველ ტიტულს დაეუფლა.
საინტერესოა, რომ კანადელმა ტიტულისაკენ მიმავალ გზაზე ტურნირის პირველ სამ ნომრად განთესილი ჩოგბურთელები დაამარცხა - მეორე წრეში პირველი ნომერი ტეილორ ფრიცი, ნახევარფინალში მესამე ნომერი ტომი პოლი, ფინალში კი მეორე ნომერი კასპერ რუუდი.
შაპოვალოვი გახდა პირველი ჩოგბურთელი 2025 წლის სეზონში, რომელმაც ერთ ტურნირზე სამი პირველი ნომრის დამარცხება შეძლო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები