მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, დიდიე დეშამს არ სჯერა, რომ პოლ პოგბამ დოპინგი შეგნებულად მიიღო.
დღეს ფრანგ ფეხბურთელს აკრძალული პრეპარატის მიღებისთვის ფეხბურთის თამაში 4 წლით აუკრძალეს.
„ერთი წამითაც კი ვერ წარმომიდგენია, რომ პოგბას დოპინგის მიღების სურვილი ან მცდელობა ჰქონოდა. რა თქმა უნდა, მისი მწუხარების მიმართ გულგრილი ვერ დავრჩები, განსაკუთრებით ნაკრებში მისი მიღწევების და ჩვენი ურთიერთობის გამო.
მისი სიტუაცია მამწუხრებს და მთელი გულით მაქვს იმედი, რომ მალე ყველაფერი მოგვარდება. ყოველ შემთხვევაში, მინდა ამის მჯეროდეს.
არსებობს ფაქტები და ის, რასაც ორი აღებული სინჯი აჩვენებს. ის, რომ ჰორმონი ორგანიზმში იყო, ეჭვქვეშ აღარ არის და პოლს კიდევ ერთი ბრძოლა ელის, რომ საკუთარი თავი საარბიტრაჟო სასამართლოში დაიცვას და დააჯეროს მოსამართლეს, რომ აკრძალული პრეპარატი შეგნებულად არ მიუღია." - აღნიშნა საფრანგეთის ნაკრებია მწვრთნელმა.
კომენტარები
21 საათის წინ
8 საათის წინ
6 საათის წინ
1 დღის წინ