სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ცვლილების შედეგად გუნდს დინამო თბილისის კაპიტანი, ალექსანდრე კალანდაძე შეუერთდება.
ვილი სანიოლის განაცხადს ტრავმის გამო ემპოლის მცველი, საბა გოგლიჩიძე გამოაკლდა, რომელმაც დაზიანება სერია ა-ს მატჩში, ლეჩეს წინააღმდეგ მიიღო.
კალანდაძეს ნაკრებში 2 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი დებიუტი 2023 წლის სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიის წინააღმდეგ შედგა, ეს მატჩი მან სრულად ჩაატარა.
მეორე შეხვედრაში კი გასული წლის ნოემბერში ახალგაზრდა მცველმა 12 წუთი შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში ერთა ლიგის ორ შეხვედრას გამართავს. წლის ბოლო საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს კი ეროვნული გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ეწვევა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები