1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კონტრაქტი გაახანგრძლივა.
"ეროვნული ნაკრების" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ ფრანგმა სპეციალისტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა.
მოქმედი ხელშეკრულება სანიოლს გუნდთან წლის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა ორივე მხარე თანამშრომლობის გაგრძელების სურვილზე ხშირად ლაპარაკობდა.
სანიოლმა ნაკრები 2021 წლის თებერვალში ჩაიბარა და მას შემდეგ 42 მატჩში 19 გამარჯვება მოიპოვა, 16-ჯერ დამარცხდა და 7 ფრე ითამაშა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ევრო 2024-ზე ითამაშა, სადაც ჯგუფიდან გავიდა და მხოლოდ მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან მატჩი დათმო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები