სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის მებრძოლ ჩარლზ ოლივეირას მსუბუქ წონაში ილია თოფურიას შანსებზე ჰკითხეს. ბრაზილიელის აზრით, ქვემსუბუქი წონის ჩემპიონისთვის ერთი კატეგორიით ზემოთ წარმატების მიღწევა იმაზე რთული იქნება, ვიდრე ეს მისი თქმით ჩანს, თუმცა ოლივეირამ თოფურიას უნარებიც შეუქო.
მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა პირადად იცის, როგორი რთულია ქვემსუბუქიდან მსუბუქ კატეგორიაში ასვლა, თუმცა მან ეს წარმატებით გააკეთა.
ოლივეირა 2010-2017 წლების პერიოდში ერთდროულად ორივე დივიზიონში ასპარეზობდა, შემდეგ კი წონის დაფიქსირების პრობლემების გამო ზედა კატეგორიაში მუდმივად გადავიდა.
UFC 309-ის წინ გამართულ მედია დღეზე ოლივეირამ ილია თოფურიაზე შემდეგი რამ თქვა:
"ვფიქრობ, როცა მებრძოლები ქამარს მოიპოვებენ, ისინი სხვა დივიზიონებზე ფიქრს იწყებენ. ფრთხილად უნდა იყო, როცა მსუბუქ წონაში ამოდიხარ, რადგან ეს რთულია. ეს ძალიან ძლიერი დივიზიონია, თუმცა ილიაც ძალიან საშიში მებრძოლია და მასთან ბრძოლა რთული იქნება". - განაცხადა ბრაზილიელმა.
ჩარლზ ოლივეირა UFC 309-ის კო-მეინ ივენთზე მაიკლ ჩენდლერს დაუპირისპირდება. ღონისძიების მთავარი ბრძოლა კი ჯონ ჯონსსა და სტიპე მიოჩიჩს შორის გაიმართება. UFC 309 17 ნოემბერს ჩატარდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები