სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
20 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. 13 ნოემბერს გუნდმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
მოახლოებული მატჩებისა და შეკრების შესახებ კომენტარი გიორგი გველესიანმა გააკეთა.
"შეკრება, როგორც ყოველთვის, ძალიან დადებითი ენერგიით მიმდინარეობს. სრულფასოვნად ვემზადებით და ოქტომბერში განცდილი დასანანი მატჩების შემდეგ, აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ვითარება.
არასდროს მითამაშია ბათუმის ახალ სტადიონზე. რა თქმა უნდა, იქაც განსაკუთრებული გულშემატკივარი გვყავს და დარწმუნებული ვარ შესაბამისი ატმოსფერო დაგვხვდება. ჩვენც მაქსიმუმს გავაკეთებთ და იმედი მაქვს, სამ ქულას მოვიპოვებთ". - გველესიანის სიტყვებს ეროვნული ნაკრების გვერდი ავრცელებს.
წლის ბოლო საშინაო მატჩს ნაკრები ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე 16 ნოემბერს, უკრაინის წინააღმდეგ ჩაატარებს. 19 ნოემბერს ეროვნული გუნდი ჩეხეთს, ქალაქ ოლომოუცში ესტუმრება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები