სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, რამაზ სვანაძესთან კონტრაქტის 2028 წლის ბოლომდე გახანგრძლივებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი გამოეხმაურა.
„5 წელია უკვე რაც რამაზ სვანაძესთან ერთად ვმუშაობთ და 19-წლამდე ნაკრებიდან მოყოლებული, არ გვქონია გამოწვევა, სადაც მასთან ერთად წარმატებას ვერ მივაღწიეთ.
ეროვნული ნაკრების მუდმივი განვითარებისთვის, 21-წლამდე ნაკრების წარმატებული თამაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
ამიტომ ორმაგად მიხარია, რომ ისეთ მნიშვნელოვან პოზიციებზე, როგორიც ეროვნული ნაკრების და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტებია, ჩვენი წარმატებული მწვრთნელების შენარჩუნება შევძელით და მჯერა, რომ ერთად კიდევ არაერთ წარმატებას მივაღწევთ..” - ციტირებს იაშვილის სიტყვებს nakrebi.ge.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები