8 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, რამაზ სვანაძესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გამოეხმაურა.
ახალი კონტრაქტის თანახმად, ჩვენი ასაკობრივის მწვრთნელად სვანაძე 2028 წლის ჩათვლით იმუშავებს.
„სასიხარულო ფაქტია, რომ რამაზ სვანაძე ჩვენ გუნდში მუშაობას კიდევ ოთხი წლით განაგრძობს. ერთად არაერთ წარმატებას მივაღწიეთ და მინდა მას მადლობა გადავუხადო. მჯერა, რომ წინ კიდევ არაერთი წარმატებული სანაკრებო ციკლი და ტურნირი გველის.” - ციტირებს კობიაშვილის სიტყვებს ნაკრების ოფიციალური გვერდი nakrebi.ge.
2021 წლამდე ნაკრებს სვანაძე სათავეში 2021 წლიდან უდგას და მასთან ერთად გუნდმა საქართველოში გამართულ 2023 წლის ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატზე მეოთხედფინალი ითამაშა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები