• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
"მერაბის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ" - რომან დოლიძე სამომავლო გეგმებსა და მერაბის ბრძოლაზე
ქართულიქართული
UFCUFC

"მერაბის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ" - რომან დოლიძე სამომავლო გეგმებსა და მერაბის ბრძოლაზე

03 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

UFC 320-ის წინ რომან დოლიძემ თავის სამომავლო გეგმებსა და მერაბ დვალიშვილის სატიტულო ბრძოლასთან დაკავშირებით ჩვენთან კომენტარი გააკეთა.


"პირველ რიგში მინდა ყველას მივესალმო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას გულშემატკივრობისთვის. თავსაც ძალიან კარგად ვგრძნობ, ბათუმში ვაგრძელებ ვარჯიშებს, ფიზიკურ ფორმას ვინარჩუნებ. რაღაც შემოთავაზებები, როგორც ყოველთვის მაქვს, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ.


რა თქმა უნდა, ბრძოლა ისე არ ჩატარდა, როგორც გვინდოდა, მაგრამ მე ასეთი რაღაცები არასდროს მაჩერებს. მე როგორც პიროვნებას ეს არასდროს მცვლის და ვერ შემცვლის. აღდგენა მოვახერხე, როგორც საჭირო იყო და ჩვეულ რითმში გავაგრძელე ფიზიკური მომზადება და ფორმის შენარჩუნება. სულ რაღაცებს მთავაზობს ორგანიზაცია და მინდა, რომ ამისთვის მზად ვიყო.


გეგმები მაქვს, რა თქმა უნდა. დიდი ალბათობით, მოსამზადებელ დარბაზსა და ადგილსაც შევიცვლი. არანაირი პრეტენზია მწვრთნელებთან არ გამაჩნია. რა თქმა უნდა, თუ ვეგასში იქნება ბრძოლები, იგივე დარბაზში ჩავალ და ვივარჯიშებ, მაგრამ ერთადერთი ის ნიუანსია, რომ მინდა ცოტა უფრო ახლოს ვივარჯიშო იმიტომ, რომ იმ პერიოდებში, როცა ბრძოლები არ მაქვს, მინდა, რომ მქონდეს ახლოს კარგად და ხარისხიანად ვარჯიშის შესაძლებლობა.


მერაბის ბრძოლაც მოგვიახლოვდა. როგორც ყოველთვის, მე მის გვერდზე ვიყავი და ძალიან სამწუხაროა, რომ ამჯერად ვერ მოვახერხებ, სამუშაო ვიზა მაქვს მისაღები. რამდენიმე წლით გვაძლევენ სამუშაო ვიზას, არანაირი პრობლემა არ არის მიღების დროს, ძალიან ადვილად მაძლევენ, უბრალოდ როცა 2 წლის შემდეგ ვადა ეწურება, შემდეგ ბრძოლა უნდა მიიღო, რომ ამის ხარჯზე ნებართვა მიიღო ახალი ვიზის.


ამიტომ, სამწუხაროდ, მერაბის გვერდზე ვერ ვიქნები, მაგრამ, როგორც ყოველთვის, დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში. მის ოპონენტსაც ვიცნობ, ძალიან კარგი პიროვნებაა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ მერაბი ამ ბრძოლას მოიგებს."


მერაბ დვალიშვილისა და კორი სენდჰეგენის ბრძოლა 5 ოქტომბერს გაიმართება. UFC 320-ის მეინ ქარდი 06:00 საათზე დაიწყება.


დვალიშვილი: "არავის შეუძლია ჩემთვის პრობლემების შექმნა"

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველო
რომან დოლიძე
MMA
UFC
მერაბ დვალიშვილი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ბრაზილიელის გამარჯვების გოლი - სამგურალმა სეზონი გაგრასთან 3 ქულით გახსნა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ბრაზილიელის გამარჯვების გოლი - სამგურალმა სეზონი გაგრასთან 3 ქულით გახსნა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

4 მედალი ხორვატიიდან - კადეტ ძიუდოისტთა წარმატება ევროპის თასზე

•ქართული

ქართული

4 მედალი ხორვატიიდან - კადეტ ძიუდოისტთა წარმატება ევროპის თასზე
•ქართული

ქართული

წარმატებული ქართველი ქალი სპორტსმენები

•ქართული

ქართული

წარმატებული ქართველი ქალი სპორტსმენები
•ქართული

ქართული

ახალგაზრდული ევროპის თასი - ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს

•ქართული

ქართული

ახალგაზრდული ევროპის თასი - ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს
•ქართული

ქართული

News image

03 მარ, 2026

VIDEO: ბრაზილიელის გამარჯვების გოლი - სამგურალმა სეზონი გაგრასთან 3 ქულით გახსნა

News image

03 მარ, 2026

4 მედალი ხორვატიიდან - კადეტ ძიუდოისტთა წარმატება ევროპის თასზე

News image

03 მარ, 2026

წარმატებული ქართველი ქალი სპორტსმენები

News image

03 მარ, 2026

ახალგაზრდული ევროპის თასი - ქართველმა ძიუდოისტებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება