სანდრო ბაზაძემ ახალი სეზონი შეუდარებლად დაიწყო!
ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ სატელიტის ტურნირზე, ჯგუფური ეტაპის 6-დან ექვსივე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, 1/32 ფინალში უკრაინელი დანიილ სკორხოდი 15-7 დაამარცხა და 1/16 ფინალში გავიდა.
1/16 ფინალში ქართველმა მოფარიკავემ უკრაინელ ბოგდან ბოგოვინს 15-5 აჯობა, 1/8 ფინალში კი ასევე უკრაინელი ალექსეი სტაცენკო 15-9 დაამარცხა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
1/4 ფინალში ქართველმა სინგაპურელ ხიენ ჰუ ჩანს 15-5 მოუგო, 1/2 ფინალში კი იტალიელი კოსიმო ბერტინი 15-10 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
სანდრო ბაზაძემ ფინალში ამრეიკელ ბენ ავრამს 15-9 აჯობა და სატელიტის ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა.
სეზონის პირველი ტურნირი, სადაც 102 სპორტსმენი მონაწილეობდა, სწორედ ქართველი მსოფლიო ჩემპიონის ტრიუმფით დასრულდა.