თბილისის ოლიმპიკის აუზზე მიმდინარე წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის აპოლომ მეორე ტურის მატჩი გამართა.
საქართველოს ჩემპიონი ძლიერ იტალიურ ბრეშას შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 17:21 დამარცხდა.
შეხვედრა თანაბრად წარიმართა და პირველი ტაიმი თბილისელებმა მოიგეს კიდეც (10:9). აპოლო მატჩის დიდი ნაწილის განმავლობაში უპირატესობას ინარჩუნებდა, თუმცა მეოთხე პერიოდში იტალიურმა კლუბმა უკეთ ითამაშა და საბოლოო გამარჯვება მაინც მოიპოვა.
საქართველოს ჩემპიონთა რიგებში განსაკუთრებით პროდუქტიული ნიკოლა მოსკოვი იყო, რომელმაც მეტოქის კარი 6-ჯერ აიღო.