19-20 სექტემბერს ხორვატია ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, ვალამარის თასს მასპინძლობს, რომელზეც საქართველოს ნაკრები 16 სპორტსმენით წარსდგება.
ვლადიმერ გეგეშიძის ხელმძღვანელობით ტურნირზე შემდეგი ქართველი ფალავნები იასპარეზებენ:
60 კგ – ვახტანგ ლოლუა, გიორგი კოჩალიძე, ამირან შავაძე
63 კგ – ფრიდონ აბულაძე
67 კგ – რატი ხოზრევანიძე
72 კგ – დიეგო ჩხიკვაძე, ანრი ხოზრევანიძე
77 კგ – იური ლომაძე, რამაზ ზოიძე
87 კგ – გელა ბოლქვაძე
97 კგ – აჩიკო ბოლქვაძე, ლაშა გობაძე, რობერტ კობლიაშვილი
130 კგ – ლუკა გაბისონია, რატი ტალიკიშვილი, სულხან ბუიძე