4-დან 11 ოქტომბრის ჩათვლით ბაქოში ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება, სადაც ქართველი სპორტსმენები ინდივიდუალურ და გუნდურ ასპარეზობაში უმაღლესი შედეგებისთვის იბრძოლებენ.
საქართველოს ძიუდოს ფედერაცია მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნაკრების შემადგენლობას ავრცელებს.
ვაჟები:
გიორგი სარდალაშვილი -60 კგ
ვაჟა მარგველაშვილი -66 კგ
ლაშა შავდათუაშვილი -73 კგ
ტატო გრიგალაშვილი -81 კგ
ლაშა ბექაური -90 კგ
ლუკა მაისურაძე -90 კგ
ილია სულამანიძე -100 კგ
გურამ თუშიშვილი +100 კგ
ირაკლი დემეტრაშვილი +100 კგ
გოგონები:
ეთერი ლიპარტელიანი -57 კგ
ნინო ლოლაძე -57 კგ
ნინო გულბანი -70 კგ
სოფიო სომხიშვილი +78 კგ
გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა (2 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო) და საერთო გუნდურ ჩათვლაში მე-3 ადგილზე გავიდა.
ტურნირს მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით ეთერ ლიპარტელიანი ხვდება, მე-2 ოქრო კი საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში მოიპოვა.