VIDEO: წიტას სრული მატჩი ბერნაბეუზე - რეალმა რაიოს მოუგო
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-5 ტურში მადრიდის რეალმა საკუთარ მოედანზე რაიო ვალეკანო 4:1 გაანადგურა.
შეხვედრა სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართა და მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა.
დუბლით კილიან მბაპე გამოირჩა, თითო გოლი კი ალვარო კარერასმა და ჯუდ ბელინგემმა გაიტანეს.
რაიოს რიგებში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე სრული მატჩი გაატარა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელმაც 3-დან 2 ზუსტი დარტყმით და პასების 91% სიზუსტით გამოიჩინა თავი. გამოცემა SofaScore-მა წიტაიშვილს 6.2 შეფასება დაუწერა.
რეალმა ბეტისთან მარცხის შემდეგ გამარჯვების გემო გაიხსენა და 12 ქულა დააგროვა, რაიო კი 4 ქულით მე-15 ადგილზეა.