ესპანური გამოცემა Diario de Sevilla გიორგი ქოჩორაშვილზე წერს, რომლის პასითაც სევილია-ვალენსიას გუშინდელ მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა.
გამოცემის ჟურნალისტი ფრანცისკო ხოსე ორტეგა ქართველ ნახევარმცველს აქებს და აღნიშნავს, რომ სევილიას მთავარმა მწვრთნელმა, ლუის გარსიამ მას ძირითად შემადგენლობაში ადგილი უნდა გამოუძებნოს:
ქოჩორაშვილი მოედანზე დაღლილი ფოფანას ნაცვლად გამოჩნდა და გაწეული სამუშაოს მხრივ სევილიასთვის შეუცვლელი გახდა. ხუან იგლესიასზე მისი ჩაწოდება შესანიშნავი იყო, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ჩაწოდება, რომლებიც კარში ან კარისკენ დარტყმებით დასრულდა. ქოჩორაშვილმა მისთვის გამოყოფილი დროიდან მაქსიმუმი გააკეთა და ყველას აჩვენა, რომ მწვრთნელს ახლა მოუწევს, მას გუნდში ადგილი გამოუძებნოს.
VIDEO: ბრწყინვალე ჩაწოდება - ქოჩორაშვილის პირველი საგოლე მოქმედება სევილიაში