25 წლის გიორგი გულიაშვილისთვის ლა ლიგაში სადებიუტო სეზონი რთულად დაიწყო, რადგან მისი ტრავმისას კონკურენტმა თავის გამოჩენა მოასწრო და როტაციაში მისი ადგილი დაიკავა.
კლუბმა ფრანგული რენიდან 21 წლის მაროკოელი იასირ ზაბირი დაიმატა, რომელმაც ლა ლიგის 5 მატჩში უკვე 5 გოლი გაიტანა.
ალავესთან საშინაო მატჩში გიორგი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა, რა დროსაც ზაბირის უკვე ორი გოლი ჰქონდა გატანილი. 89-ე წუთზე თანაგუნდელმა ალმეიდამ წითელი ბარათი მიიღო და მწვრთნელმა გიორგი უკან უხმო.
მატჩი კომპენსირებულ დროში გაგრძელდა, რადგან სტუმარმა მანასმა მძიმე ტრავმა მიიღო, საბოლოოდ კი 10-კაციანმა რასინგმა 2:1 იმარჯვა.
გუნდს მარჯვენა შემტევის პოზიციაზე ტრავმის გამო ანდრეს მარტინიც დააკლდა, თუმცა რასინგმა სექტემბრის დასაწყისში იჯარით პაბლო გარსიაც დაიმატა.
მცირე სათამაშო დროის გამო გიორგი ბურთს სულ 4-ჯერ შეეხო. 5 ტურის შემდეგ რასინგს 7 ქულა აქვს, 16 სექტემბერს კი კამპ ნოუზე ბარსელონასთან რთული გასვლა ელის.