საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 26 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შინ, საბერძნეთთან მატჩით განაახლებს.
1 და 6 ოქტომბერს კი ჩრდილოეთ ირლანდიას და გერმანიას დაუპირისპირდება.
რამაზ სვანაძემ ამ მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. გუნდის კაპიტანი - გაბრიელ სიგუა და შემტევი, ანდრია ბართიშვილი ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან.
U21 ნაკრებს ორი დებიუტანტი ჰყავს - გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია 21-წლამდე ნაკრებში პირველად გამოიძახეს. - ინფორმაციას ნაკრების გვერდი ავრცელებს.
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი).
მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა), მუხრან ბაგრატიონი (კაპფენბერგი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (გაგრა), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი), ალეკო ბასილაძე (სლოვან ლიბერეცი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ვახტანგ სალია (ნიუკასლი).