ცნობილმა გვერდმა Transfermarkt.com-მა საქართველოს ეროვნული ლიგის მოთამაშეების სატრანსფერო ღირებულებები განაახლა.
აღსანიშნავია, რომ სიის სათავეში მყოფი 4 ფეხბურთელი თინეიჯერია, მათგან ყველაზე ძვირადღირებული კი 17 წლის ანდრია ბართიშვილია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ არსენალთან გააფორმა კონტრაქტი.
ქართველი ტალანტის სატრანსფერო ღირებულება აქამდე 1.5 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 1 მილიონით მოიმატა და 2.5 მილიონი გახდა.
მე-2 ადგილზე 16 წლის თორნიკე კვარაცხელიაა, რომლის ღირებულებაც 500 ათასი ევროდან 1.5 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
მე-3 და მე-4 ადგილებზე კი 19 წლის გიორგი გვასალია (800 ათასი ევრო) და ასევე 19 წლის ალექსანდრე ამისულაშვილი (700 ათასი ევრო) არიან.
ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეების სია კი ასე გამოიყურება:
1. ანდრია ბართიშვილი (შემტევი ნახევარმცველი - 17 წლის - იბერია 1999) - 2.5 მლნ. ევრო
2. თორნიკე კვარაცხელია (მარცხენა შემტევი - 16 წლის - დინამო თბილისი) - 1.5 მლნ. ევრო
3. გიორგი გვასალია (მარჯვენა მცველი - 19 წლის - დინამო თბილისი) - 800 ათასი ევრო
4. ალექსანდრე ამისულაშვილი (ცენტრალური მცველი - 19 წლის - იბერია 1999) - 700 ათასი ევრო
4. ნიკოლოზ დადიანი (საყრდენი ნახევარმცველი - 21 წლის - იბერია 1999) - 700 ათასი ევრო
4. პაულო ვიტორი (მარცხენა შემტევი - ბრაზილია - 27 წლის - დინამო ბათუმი) - 700 ათასი ევრო
7. ნოდარ ლომინაძე (ცენტრალური ნახევარმცველი - 24 წლის - ტორპედო ქუთაისი) - 600 ათასი ევრო
7. დავით კერესელიძე (მეკარე - 27 წლის - დილა გორი) - 600 ათასი ევრო
7. იმრან ულად ომარი (შემტევი ნახევარმცველი - ნიდერლანდები - 28 წლის - დინამო ბათუმი) - 600 ათასი ევრო
7. ლევან შენგელია (მარჯვენა შემტევი - 30 წლის - დინამო ბათუმი) - 600 ათასი ევრო