VIDEO: მამარდას ბრწყინვალე მოგერიებები - ლივერპული შემდეგ ეტაპზეა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის EFL თასის 1/16 ფინალში ლივერპული ენფილდზე ტოტენჰემს დაუპირისპირდა.
მერსისაიდელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც 5 მოგერიება დააგროვა, აქედან 2 კი გამორჩეულ იყო.
მე-11 წუთზე ტოტენჰემი ანგარიშის გახსნასთან ახლოს იყო, თუმცა ლუკას ბერგვალის საჯარიმოს შიგნიდან დარტყმული ქართველმა მეკარემ მოიგერია.
21-ე წუთზე კი ალექსის მაკ ალისტერმა ლივერპული წინ გაიყვანა და თავის გუნდს პირველი ტაიმიც მოაგებინა.
54-ე წუთზე კოდი გაკპომ სხვაობა ორამდე გაზარდა, თუმცა 69-ე წუთზე კონორ გალაჰერმა ერთი ბურთი გაქვითა და ტოტენჰემი თამაშში დააბრუნა.
85-ე წუთზე ომარ მარმუშს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა მამარდაშვილის კარში რიკოშეტით წასული ბურთი ქართველმა მეკარემ კუთხურზე ბრწყინვალედ მოიგერია და თავისი გუნდი გადაარჩინა.
მატჩის კომპენსირებულ დროში კი დომინიკ სობოსლაიმ შესანიშნავი შორეული გასროლით შეხვედრას წერტილი დაუსვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (3-1).
ამ გამარჯვებით ლივერპული ინგლისის EFL თასის 1/8 ფინალში გავიდა, გიორგი მამარდაშვილმა კი Sofascore-ის მიხედვით 7.5 შეფასება მიიღო.