არსენალმა სეზონი შვიდი გამარჯვებით დაიწყო.
მიქელ არტეტას გუნდმა ინგლისის ლიგის თასზე იფსვიჩი დაამარცხა - 4:2.
მანამდე ლონდონელებმა სანდერლენდის (2:0), ნაპოლის (1:0), ჩელსის (2:1), ასტონ ვილას (1:0), ქოვენთრისა (3:0) და მანჩესტერ სიტის (3:0) დამარცხება მოახერხეს.
უკანასკნელად მეთოფეებს ასეთი მძლავრი სტარტი 2004/2005 წლების სეზონში ჰქონდათ. გამარჯვებათა სერია მაშინ მერვე თამაშზე შეწყდა.
19 სექტემბერს არსენალი პრემიერლიგაში ბრაიტონს შეხვდება და თუ ამ მატჩის მოგებასაც შეძლებს, მაშინ ეს ამ საუკუნის საუკეთესო სტარტი იქნება.