ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

სკანდალი მანჩესტერში - რა მოითხოვა 15 წლის ვუნდერკინდმა?
ფეხბურთიფეხბურთი

სკანდალი მანჩესტერში - რა მოითხოვა 15 წლის ვუნდერკინდმა?

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

15 წლის ვუნდერკინდმა ჯეი ჯეი გაბრიელმა, რომელსაც მეტსახელად „პატარა მესის“ უწოდებენ, მოულოდნელად მანჩესტერ იუნაიტედის დატოვება მოითხოვა.


ბრიტანული Telegraph-ის ინფორმაციით, გაბრიელმა კლუბს ოფიციალურად აცნობა, რომ სურს, მისი რეგისტრაცია დაუყოვნებლივ გაუქმდეს და თავისუფალი აგენტი გახდეს. ამ გადაწყვეტილებამ იუნაიტედი შოკში ჩააგდო და მსგავსი შემთხვევა პრაქტიკულად უპრეცედენტოა.


როგორც ცნობილია, გაბრიელი სხვა კლუბში დაუყოვნებლივ გადასვლას არ გეგმავს, თუმცა გადაწყვიტა, დატოვოს იუნაიტედი, სადაც 11 წლის ასაკიდან თამაშობს.


კლუბებს ფეხბურთელებთან პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება 17 წლამდე არ შეუძლიათ, ხოლო აკადემიური ხელშეკრულების გაფორმება - 16 წლამდე. გაბრიელი 16 წლის მხოლოდ 6 ოქტომბერს გახდება. ამასთან, იუნაიტედს შეუძლია ფეხბურთელის მოთხოვნა გაასაჩივროს.


პრემიერ ლიგის წესებში წერია:


ბავშვის რეგისტრაციის პერიოდში მისი გაუქმება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას ყველა მხარე - კლუბი, ფეხბურთელი და მისი მშობელი ან მეურვე - ეთანხმება.


წესებში ასევე აღნიშნულია:


თუ მხარეები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, პროცესში ჩართულ ნებისმიერ პირს შეუძლია პრემიერ ლიგას მიმართოს, რათა რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნასთან დაკავშირებით სავალდებულო გადაწყვეტილება მიიღოს.


ჯერჯერობით უცნობია, უარს ეტყვის თუ არა იუნაიტედი გაბრიელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კლუბში ჯერ არ მიაჩნიათ, რომ სიტუაცია გამოუსწორებელია და იმედი აქვთ, რომ პრობლემის მოგვარებას შეძლებენ.


იუნაიტედი ახალგაზრდა ფეხბურთელის ოთხშაბათს, ბრაიტონის წინააღმდეგ გასამართი ინგლისის ლიგის თასის მატჩისთვის პირველი გუნდის განაცხადში შეყვანას გეგმავდა.


გაბრიელის წასვლის სურვილი მოულოდნელი მოვლენაა და სერიოზულ კითხვებს აჩენს მანჩესტერ იუნაიტედის მართვასთან დაკავშირებით, რომელიც ტრადიციულად ინგლისურ ფეხბურთში ახალგაზრდა ტალანტების აღზრდის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ცენტრად ითვლება.


გაბრიელის მოთხოვნა იუნაიტედის თანამფლობელებისთვის, სერ ჯიმ რეტკლიფისა და გლეიზერების ოჯახისთვის, განსაკუთრებით ცუდ დროს გაჟღერდა.


ამას წინ უძღოდა მანჩესტერულ დერბიში 10 კაცით დარჩენილ სიტისთან მარცხი და კლუბის მფლობელების წინააღმდეგ გულშემატკივართა მასშტაბური საპროტესტო აქციები.


გასულ კვირას გაბრიელმა ოლდ ტრაფორდის ფარგლებს გარეთაც მიიპყრო დიდი ყურადღება, მან UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაში საბაჰის წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეასრულა.


გასულ სეზონში კი ის იუნაიტედის ისტორიაში Jimmy Murphy Young Player of the Year-ის ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა.


რაიან გიგზმა, რომელსაც თავის დროზე თავადაც აქვს მოგებული ჯიმი მერფის სახელობის ჯილდო, გაბრიელს „თაობის ტალანტი“ უწოდა და მისი განვითარება უეინ რუნისას შეადარა.


გაბრიელს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების შემდეგ „ქიდ მესის“ მეტსახელი შეარქვეს.


იუნაიტედის ერთ-ერთი მეტოქე კლუბის წარმომადგენელმა Telegraph Sport-ს განუცხადა:


ეს იგივე იქნებოდა, ბარსელონას მესი იქამდე დაეკარგა, სანამ ის მათ გუნდში ითამაშებდა. ეს უდიდესი დანაკარგი იქნებოდა.


საბაჰთან შესრულებული ჰეთ-თრიკის მეორე დღეს გაბრიელის სოციალური ქსელებიდან მანჩესტერ იუნაიტედთან დაკავშირებული ყველა მინიშნება გაქრა, მიმდინარე კვირაში კი კლუბს აცნობეს, რომ ფეხბურთელს მათ რიგებში თამაში აღარ სურს.


გასულ წელს გაბრიელის გადაბირებას მანჩესტერ სიტი ცდილობდა. 15 წლის ტალანტს ასევე უკავშირებდნენ არსენალს, მადრიდის რეალსა და მიუნხენის ბაიერნს.


გასულ სეზონში გაბრიელმა მანჩესტერ იუნაიტედის 18-წლამდელთა გუნდში 20-ზე მეტი გოლი გაიტანა და მოსალოდნელი იყო, რომ მიმდინარე სეზონში კლუბის პირველი გუნდის შემადგენლობაში დებიუტიც ექნებოდა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ინგლისი
მანჩესტერი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

„სწორედ ამისთვის არის ის აქ", - მარესკამ მანჩესტერული დერბის ფარული გმირი გამოარჩია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„სწორედ ამისთვის არის ის აქ", - მარესკამ მანჩესტერული დერბის ფარული გმირი გამოარჩია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ისტორია დაწერილია - ჰალანდმა ლეგენდები ჩამოიტოვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ისტორია დაწერილია - ჰალანდმა ლეგენდები ჩამოიტოვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VAR-ის უხეში შეცდომა - მსაჯებმა ჰალანდის სკანდალურ გოლზე საბოლოო ვერდიქტი გამოიტანეს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VAR-ის უხეში შეცდომა - მსაჯებმა ჰალანდის სკანდალურ გოლზე საბოლოო ვერდიქტი გამოიტანეს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

შმეიხელი: „მოუთმენლად ველოდები, როდის მოაშორებენ ფეხბურთიდან VAR-ს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შმეიხელი: „მოუთმენლად ველოდები, როდის მოაშორებენ ფეხბურთიდან VAR-ს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

13 სექ, 2026

„სწორედ ამისთვის არის ის აქ", - მარესკამ მანჩესტერული დერბის ფარული გმირი გამოარჩია

News image

13 სექ, 2026

ისტორია დაწერილია - ჰალანდმა ლეგენდები ჩამოიტოვა

News image

13 სექ, 2026

VAR-ის უხეში შეცდომა - მსაჯებმა ჰალანდის სკანდალურ გოლზე საბოლოო ვერდიქტი გამოიტანეს

News image

18 სთ წინ

შმეიხელი: „მოუთმენლად ველოდები, როდის მოაშორებენ ფეხბურთიდან VAR-ს"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება