ერლინგ ჰალანდი მანჩესტერული დერბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიას ჩაუდგა სათავეში.
მანჩესტერ სიტის თავდამსხმელმა პრემიერ ლიგის მე-4 ტურში მანჩესტერ იუნაიტედთან გამარჯვების გოლი გაიტანა (1:0).
ეს ნორვეგიელისთვის ქალაქელების მაისურით წითელი ეშმაკების კარში გატანილი მე-9 ბურთი აღმოჩნდა.
ჰალანდმა იუნაიტედის ექს-ფორვარდ უეინ რუნისა და სიტის ყოფილ თავდამსხმელ სერხიო აგუეროს გადაასწრო, რომელთაც დერბიში 8-8 გოლი აქვთ გატანილი.
7-7 გოლი კი ერიკ კანტონასა და ფილ ფოდენის ანგარიშზეა.