მანჩესტერ იუნაიტედის მცველს, ლისანდრო მარტინესს მიაჩნია, რომ მაიკლ ოლივერს მანჩესტერ სიტისთან მატჩში (0:1) ერლინგ ჰალანდის გოლი არ უნდა ჩაეთვალა.
„ვფიქრობ, ენცო ფერნანდესი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. წესები აღარ მესმის. ის იქ იმყოფებოდა! მისკენ იმის გამო წავედი, რომ ჩემ წინ იდგა. სწორედ ამიტომ დარჩა ჰალანდი უკან თავისუფალი.
სიმშვიდის შენარჩუნება მინდა, თუმცა ეს ძალიან რთულია. ყოველ სეზონში მსაჯები ჩვენს კლუბში მოდიან, 1 საათის განმავლობაში წესებს გვიხსნიან და თან ასეთი დარწმუნებულები ჩანან. მერე კი 5 ან 6 მათგანი პრემიერ ლიგაში ასეთი ტიპის შეცდომებს უშვებს - ეს მიუღებელია.
სახლში ამ უსამართლობის განცდით წასვლა უწევს ყველას“, - განაცხადა არგენტინელმა მცველმა და ხაზი გაუსვა, რომ ჰალანდის მეთვალყურეობას გააგრძელებდა, იმ ზონაში ენცო რომ არ ყოფილიყო.