მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, ენცო მარესკამ პრემიერ ლიგის მე-4 ტურში მანჩესტერ იუნაიტედთან მოპოვებული გამარჯვება (1:0) შეაფასა.
„რა ქაოსი იყო! წითელმა ბარათმა ჩვენი გეგმები ცოტათი შეცვალა, თუმცა ფეხბურთელებს პატივი უნდა მივაგოთ: მათმა თავდადებამ და საბრძოლო სულმა გაალამაზა ეს მატჩი. როგორც კი ათნი დავრჩით, ამან ყველა მოთამაშეზე იმოქმედა. თავიდან ცენტრში რიცხობრივი უპირატესობის შექმნა გვსურდა, თუმცა 23-ე წუთის შემდეგ სიტუაცია სრულად შეიცვალა.
შეიძლება ეს წითელი ბარათი იყო, თუმცა იმავე სიტუაციაში წითელი ბრუნოსაც ეუთუთებოდა. რაც არის, ეს არის.
ბარათმა ჩვენი გეგმები შეცვალა, თუმცა შეცვალა მათი გეგმებიც. ისინი კონტრშეტევებზე წარმოუდგენლად ძლიერები არიან, ათად დარჩენილებმა კი მათ კონტრშეტევის არცერთი შესაძლებლობა არ მივეცით. ტაქტიკური გეგმა ერთი საკითხია, თუმცა დღეს მთავარი მოთამაშეების ძალისხმევა იყო - ისინი ბრწყინვალენი იყვნენ.
ეს შესანიშნავი მომენტია. გასულ წელს ჩელსისთან ერთად იუნაიტედის წინააღმდეგ რიცხობრივ უმცირესობაში უკვე მესამე წუთზე დავრჩით. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე თამაშს სრული შემადგენლობით დავასრულებთ.
მიმაჩნია, რომ ჩვენი გოლი სრულიად სუფთა იყო. სარეზერვო არბიტრს ვკითხე და მითხრა, რომ ეპიზოდი გადაამოწმეს და ყველაფერი წესრიგშია.
დონარუმა სწორედ ასეთი სეივებისთვის გვჭირდება [მატჩის მიწურულს]. სწორედ ამიტომ არის იგი აქ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კლუბმა მისი ყიდვა - რადგან ფანტასტიკური მეკარეა“, - განაცხადა მარესკამ.