მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა მეკარემ, პიტერ შმეიხელმა, ვიდეოგამეორებების სისტემის გაუქმებისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც VAR-ის დახმარებით მანჩესტერ იუნაიტედის კარში ერლინგ ჰალანდის გოლი ჩაითვალა.
მოგვიანებით Pro Ref-მა, რომელიც პრემიერ ლიგაში მსაჯობას კურირებს, აღიარა, რომ მაიკლ ოლივერის ვიდეოასისტენტმა ყველა გარემოება არ გაითვალისწინა და საბოლოო გადაწყვეტილება შეცდომად შეაფასა.
„მსურს, რომ VAR-ზე უარი ვთქვათ. ახლა აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც VAR-ი და მსაჯები ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურები გახდნენ. ეს თამაშს მთელ ენერგიას ართმევს. როგორც კი გოლს გაიტანენ, აღნიშნვის უფლებასაც კი არ გაძლევენ.
ვნახეთ, რომ გულშემატკივრებმა და ფეხბურთელებმა გოლის აღნიშვნა 5 წუთის შემდეგ შეძლეს, თუმცა ეს იგივე აღარ არის. ბურთი ბადეში ეხვევა - ეს გოლია, თუმცა იქვე გვერდითი მსაჯი ალამს წევს და ოფსაიდს ანიშნებს.
ვისურვებდი - სულმოუთქმელად ველოდები იმ დღეებს, - როდესაც VAR-ზე უარს ვიტყვით, რადგან ეს სისტემა აღიზიანებს და ხელს უშლის ფეხბურთს. მას თამაში ოდნავადაც არ გაუუმჯობესებია“, - განაცხადა მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ.