მერსისაიდული გამოცემა Liverpool Echo გიორგი მამარდაშვილის ირგვლივ შექმნილ ვითარებას ეხმაურება.
გამოცემა მიიჩნევს, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ბელგიელი მეკარის, ლუკა ბრუგმანსის დამატებამ ლივერპულში ქართველი მეკარის სამომავლო პერსპექტივები კიდევ უფრო შეამცირა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიმდინარე სეზონში 25 წლის მეკარეს ოფიციალური მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია, რაც ალისონ ბეკერის ფონზე მოულოდნელი არ არის, თუმცა წითლების მხრიდან გენკიდან 30 მილიონად ბრუგმანსის შეძენამ მამარდაშვილის მომავალი კლუბში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
გამოცემა წერს, რომ ახალგაზრდა ბელგიელი მიმდინარე სეზონით ისევ გენკში დარჩა იჯარით, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მამარდაშვილის ნოტინგემ ფორესტში შესაძლო ტრანსფერი არ შედგა.
Liverpool Echo-ს შეფასებით, თუკი მომავალ ზაფხულს ბრუგმანსის მოსვლის შემდეგ გიორგი კლუბს დატოვებს, შესაძლოა ინანოს, რომ გარდაუვალის მოლოდინში მთელი წელი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
მიუხედავად ამისა, ქართველ მეკარეს თავის გამოჩენის შანსი უახლოეს პერიოდშივე შეიძლება მიეცეს. 15 სექტემბერს ლივერპული ინგლისის ლიგის თასზე ტოტენჰემს უმასპინძლებს და არ არის გამორიცხული, არნე სლოტმა სასტარტო შემადგენლობაში სწორედ მამარდაშვილი ათამაშოს.