1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მარსელი - პსჟ
კვირას, 20 სექტემბერს ფრანგული ფეხბურთის კლასიკად წოდებული “ლე კლასიკი” გაიმართება - ხვიჩა კვარაცხელიას მოგებებს დაბრუნებული პსჟ ველოდრომზე მარსელს ეწვევა. თავის მხრივ, საშინელ ფორმაშია ბრუნო გენესოს გუნდი - მარსელმა პირველი ოთხი მატჩიდან ბოლო სამი წააგო და ოთხი ტურის შემდეგ სამი ქულით მე-13 ადგილს იკავებს, ლუის ენრიკეს გუნდი ხუთი ქულით მე-7 პოზიციაზეა. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება პარიზელთა გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დასრულდა - ხვიჩა კვარაცხელიამ კი პარიზული კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული გოლი გაიტანა. ლე კლასიკი სტარტს 22:45-ზე აიღებს.
ლივერპული v ტოტენჰემი
სამშაბათს, 15 სექტემბერს ინგლისის ლიგის თასის მესამე ეტაპზე ერთმანეთს გიორგი მამარდაშვილის ლივერპული და ტოტენჰემი დაუპირისპირდებიან. ინგლისური დატვირთული კალენდრის ფონზე, თასის თამაში შესაძლოა ქართველი მეკარის შანსი იყოს - ენფილდური მატჩი 23:00-ზე დაიწყება.
შენგელია v რეალი
საქართველოს ნაკრების დუბაიში გადაბარგებული კაპიტანი ახალ გუნდში ოფიციალური დებიუტისთვის ემზადება - შენგელიას გუნდი ევროლიგის სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩს მადრიდის რეალის წინააღმდეგ გამართავს. თორნიკე ნაცნობ მეტოქეს პარასკევს, 18 სექტემბერს, 21:00-ზე დაუპირისპირდება.
ფროზინონე v კომო
გიორგი კვერნაძე იტალიაში დაფრინავს - ვენეციასთან მატჩის მომგები გოლის შემდეგ, ფროზინონეს გარემარბმა ჯენოას კარი ბრწყინვალე გოლით აიღო და მატჩის საუკეთესოს პრიზიც მოიპოვა. ფროზინონე მეხუთე ტურში სესკ ფაბრეგასის კომოს მიიღებს - მატჩი კვირას, 20 სექტემბერს, 17:00-ზე გაიმართება.
ვილიარელის სიგიჟე - ბეტისი, მალაგა, ლევანტე
ყველაზე რთული კვირა ალბათ ვილიარეალს ელის - გიორგი მიქაუტაძის გუნდი მომავალ შვიდ დღეში სამ მატჩს ჩაატარებს.
ორშაბათი, 14 სექტემბერი, 23:00 - ვილიარეალი v ბეტისი
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 23:30 - მალაგა v ვილიარეალი
კვირა, 20 სექტემბერი, 20:30 - ვილიარეალი v ლევანტე
ქოჩორა v ბარსა და დეპორი
არანაკლებ დატვირთულია სევილიას კვირა - ვილიარეალისგან განსხვავებით, ანდალუსიური კლუბი ორ მატჩს ჩაატარებს. ოთხშაბათს, 16 სექტემბერს, ქოჩორა სეზონის სტარტზე შეუჩერებელი პიერ-ემერიკ ობამეიანგის დეპორტივოს ეწვევა, ხოლო შაბათს 19 სექტემბერს ბარსელონას უმასპინძლებს. უკანასკნელ მატჩში სევილიამ ვალენსიას სწორედ ქართველი ნახევარმცველის საგოლე გადაცემით სძლია.
ამ კვირაში ქართველების გუნდები კიდევ არაერთ მატჩს გამართავენ:
14 სექტემბერი, 22:45 - ინტერი v უდინეზე
15 სექტემებერი, 21:00 - რაიო v ესპანიოლი
16 სექტემბერი, 23:30 - ბარსელონა v რასინგი
17 სექტემბერი, 21:00 - ბეტისი v ხეტაფე
18 სექტემბერი, 22:45 - მონცა v სასუოლო
19 სექტემბერი, 17:00 - უდინეზე v კალიარი
19 სექტემბერი, 16:00 - ოსასუნა v რაიო
19 სექტემბერი, 20:30 - სელტა v რასინგი
19 სექტემბერი, 17:30 - ჰამბურგი v კიოლნი
19 სექტემბერი, 22:00 - მეცი v სენტ-ეტიენი
20 სექტემბერი, 05:30 - სოლთ ლეიქი v ვანკუვერი
20 სექტემბერი, 05:30 - ნეშვილი v ჩიკაგო
20 სექტემბერი, 16:00 - ხეტაფე v მალაგა

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები