VIDEO: კვარა სასტარტოში დაბრუნდა - პსჟ-მ ჩემპიონატში პირველად მოიგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოთხე ტურში პსჟ-მ სტუმრად ბრესტი 1:0 დაამარცხა.
ჩემპიონთა ლიგაზე სლოვანთან მატჩში დასვენების შემდეგ, ლუის ენრიკემ დღევანდელ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-5 წუთზე უსმან დემბელეს გადაცემის შემდეგ ფერან ტორესმა გაიტანა, რომელიც პსჟ-სთვის ლიგა 1-ში სეზონის პირველი გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი აღმოჩნდა.
კვარმა მოედანზე 66 წუთი გაატარა და შემდეგ ადგილი დეზირე დუეს დაუთმო.
4 ტურის შემდეგ პსჟ-ს ანგარიშზე 5 ქულაა და გუნდი მე-7 პოზიციას იკავებს, ამდენივე ქულა აქვს ბრესტსაც, რომელიც მე-9 ადგილზეა.