პსჟ-ს და საქართველოს ნაკრების გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, გრძნობს თუ არა დამატებით წნეხს, როგორც საფეხბურთო სამყაროში საკუთარი ქვეყნის სახე.
„სასიამოვნოა, როდესაც ქართველი ბავშვებისთვის მაგალითი ხარ, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, წნეხია. მოედანზე ყოველ გასვლაზე მათ მაგალითი უნდა მისცე, რადგან ისინი შენს თითოეულ მოძრაობას ადევნებენ თვალს.
პატარა ქვეყნიდან ვარ, მაგრამ წარმატებას მივაღწიე და ეს მათთვის სტიმულია. მე მათ ვუჩვენებ, რომ შეუძლებელი არაფერია და თუ ოცნება გაქვს, მისი ასრულება შეგიძლია.
ჩემი საყვარელი მეტსახელი „კვარადონაა". ძალიან ვამაყობ, რომ ნაპოლიში ვთამაშობდი. როდესაც ასე მიწოდებენ, ეს პატივიცაა და წნეხიც, რადგან როცა ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს გედარებენ, ძალიან რთულია. მარადონას ვერავინ შეედრება, თუმცა ეს მაინც სასიამოვნოა“, - განაცხადა ხვიჩამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბავშვობაში მისი კერპი გუტი იყო: „ძალიან მომწონდა, როგორ თამაშობდა. მის ფეხბურთზე უბრალოდ შეყვარებული ვიყავი“.