ხვიჩა კვარაცხელიამ გამოცემა The Athletic-თან ინტერვიუში ოქროს ბურთისა და გუნდური მიზნების შესახებ ისაუბრა.
კვარაცხელიამ აღნიშნა:
როდესაც აქ გადმოვედი ყველაფერი მოვიგეთ და როცა უსმანმა ოქროს ბურთი მიიღო, ვუთხარი, რომ აქ სწორედ იმისთვის ვიყავი, რომ დავხმარებოდი ოქროს ბურთისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში.
თუ ყველა მოთამაშეს ჰკითხავთ, გეტყვიან, რომ ჩვენ ინდივიდუალურ ჯილდოებზე დიდად არ ვფიქრობთ. ის გუნდის წარმატებიდან მოდის. ხოლო ვინც (ოქროს ბურთზე) იღებს გადაწყვეტილებას, ეს მათი საქმეა.
პსჟ-ის ლიდერმა ქართველი ბავშვებისთვის მისაბაძ და სამაგალითო როლზეც გაამახვილა ყურადღება:
სიამოვნებაა იყო მაგალითი ქართველი ბავშვებისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გარკვეული წნეხიც არის, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც მოედანზე გადიხარ, მათთვის სანიმუშო უნდა იყო, რადგან თითოეულ მოძრაობას აკვირდებიან. პატარა ქვეყნიდან მოსვლა და წარმატების მიღწევა ამის მაგალითია. მე მათ ვუჩვენებ, რომ ყველაფერი შესაძლებელია და თუ ოცნება გაქვს, მისი ახდენა შეგიძლია.