კილიან მბაპემ ინტერვიუში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვირუსულ მიმებს პირველად უპასუხა.
მას დიქტატორადაც კი მოხსენიებენ და კლუბებსა თუ თანაგუნდელებზე აბსოლუტური კონტროლის მქონე ავტორიტარულ ფიგურად წარმოაჩენენ.
რეალის ფრანგმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ხუმრობა უწყინარია, მსგავსი შედარებები ხშირად ზღვარს გადადის:
ნაწილობრივ სახალისოა, მაგრამ მეორე ნაწილი ნაკლებად სასაცილოა, რადგან ვიცით, რა ზიანი მიაყენეს ადამიანებს მსგავსმა ისტორიულმა ფიგურებმა. შედარება იმ ადამიანებთან, რომლებიც სხვებს კლავენ ან მილიონობით ადამიანს აუბედურებენ... არა მგონია, ცხოვრებაში ასეთი რამ გამეკეთებინა.
ერთი მხრივ, ვიცი, რომ ეს უბრალოდ ხუმრობაა და ხალხს ასე შორს წასვლა არ სურს, მაგრამ ზოგჯერ ეს ადამიანებში პოლიტიკური და ადამიანური ცნობიერების ნაკლებობაზე მიუთითებს.
მიუხედავად სერიოზული დამოკიდებულებისა, შიდა სამზარეულოში სიტუაცია უფრო ხალისიანია. პსჟ-ის ყოფილმა და მიმდინარე გუნდის წევრებმა სოციალური ქსელებიდან ეს ტალღა აიტაცეს.
როგორც კილიანი ამბობს, უსმან დემბელესგან ეს მხოლოდ სიცილისა და ხუმრობის მიზნით კეთდება:
უსმანი ამაზე ხუმრობს? ის განსხვავებულია. ეს სოციალური ქსელებიდან აიტაცა. მისთვის ეს უბრალოდ გასართობია.