ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი დავიდ მედინა გამოცემა Marca-სთვის მომზადებულ სვეტში წერს, რომ წლევანდელი ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე პარი სენ-ჟერმენის ნახევარმცველი, ფაბიან რუისი დაუფასებელი რჩება.
ჟურნალისტის აზრით, ესპანელ ფეხბურთელს მთავარი პრობლემა საკუთარი თავის პიარსა და მარკეტინგში აქვს.
„ოქროს ბურთის გარშემო ჩვეული აჟიოტაჟი უკვე დაიწყო. მბაპე, ლამინ იამალი და სხვა პირველი ეშელონის ვარსკვლავები აქტიურად იკეთებენ პიარს. წარსულში მუნდიალის მოგება, როგორც ეს კანავაროს შემთხვევაში მოხდა, ოქროს ბურთის მოსაგებად საკმარისი იყო. თუ ამას ჩემპიონთა ლიგის მოგებასაც დავუმატებთ, შანსები კიდევ უფრო იზრდება. 2026 წელს არის ფეხბურთელი, რომელმაც ეს ორი უმთავრესი ტიტული მოიგო, მაგრამ მისი სახელი კანდიდატთა მოწინავე სიებში არსად ჩანს“, - წერს მედინა.
სტატიაში ხაზგასმულია, რომ რუისი პარი სენ-ჟერმენის საჩემპიონო გუნდის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ძირითადი შემადგენლობიდან ისეთი ვარსკვლავი ამოაგდო, როგორიც პედრია. მედინას მოსაზრებით, მცირედი აქტიურობისა და თვითპოპულარიზაციის პირობებში, რუისის სახელი ფავორიტებს შორის უდავოდ უნდა ყოფილიყო.
„როდესაც დადასტურდება, რომ ის ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, ჩვენ ამ უსამართლობას ისევე გავიხსენებთ, როგორც 2010 წელს, როცა ჯილდოს გარეშე ჩავი და ინიესტა დარჩნენ“, - დასძენს ჟურნალისტი.