მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ რაიო ვალიეკანოსთან მატჩისწინ გამართულ პრესკონფერენციაზე ვინისიუს ჟუნიორი და კილიან მბაპე აქტიურად დაიცვა.
ჩემპიონთა ლიგაზე ინტერ მილანთან მოგებულ შეხვედრაში (2:1) სანტიაგო ბერნაბეუს გულშემატკივართა ნაწილმა გუნდის ლიდერებს სტვენა დაუწყო.
მოურინიომ ფანების რეაქცია ცნობილი პორტუგალიური ანდაზით ახსნა.
პორტუგალიაში ასეთი ანდაზა გვაქვს: ქვას მხოლოდ იმ ხეს ესვრიან, რომელსაც ნაყოფი აქვს. ხეს, რომელიც არაფერს გაძლევს, ქვას არავინ ესვრის. ვინიმ ბოლო წლებში უამრავი ტიტული მოიგო და ბევრი გოლი გაიტანა - ის არის ხე, რომელსაც ბევრი ნაყოფი აქვს. ხალხი ქვას იმიტომ ესვრის, რომ ნაყოფი სურს და ვინიციუსისგან მაქსიმუმს ელის
პორტუგალიელმა სპეციალისტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი კილიან მბაპეს თავდადებას ინტერთან მატჩის ბოლო წუთებზე, როცა რეალი კაცნაკლული თამაშობდა:
მბაპესთან მიმართებაშიც იგივე ანდაზას გამოვიყენებ. 90-ე წუთზე, როცა 10 კაცით ვთამაშობდით, ვნახე მბაპე, რომელიც მარცხენა ფლანგზე ცხოველივით იცავდა თავს, რათა დაღლილ მარკ კუკურელიას დახმარებოდა. კილიანიც გამოფიტული იყო, მაგრამ ბოლო ორი წუთის განმავლობაში უკან მაინც ჩამოვიდა და თავდაუზოგავად იშრომა
მოურინიომ აღნიშნა, რომ მისთვის ფანების სტვენა გულდასაწყვეტია, თუმცა ყოველთვის იმ მოთამაშეების გვერდით იდგება, რომლებიც მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან. მან დინ ჰოისენის სიტყვებიც გაიხსენა იმის შესახებ, რომ მწვრთნელი ძალიან მომთხოვნია და დასძინა:
„ჰოისენმა თქვა, რომ მე ძალიან მომთხოვნი ვარ და სულ მასზე ვარ კონცენტრირებული, ეს სიმართლეა. ჩემი მოთხოვნა ისაა, რომ მოედანზე ყველაფერი გაიღო და ვინც მაქსიმუმს აკეთებს, მას მეტი აღარ მოეთხოვება. როდესაც გუნდი და სტადიონი ერთიანია, ჩვენ თითქმის უძლეველები ვართ.“