ფრანგული L’Équipe-სთვის მიცემულ ინტერვიუში კილიან მბაპემ საფეხბურთო სამყაროს ამჟამინდელ ვარსკვლავებზე ისაუბრა და ბარსელონას ტალანტი, ლამინ იამალი განსაკუთრებულად გამოარჩია.
ორივე შემტევი 2026 წლის ოქროს ბურთის ნომინანტთა 30-კაციან სიაშია და პრესტიჟული ჯილდოს მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად მიიჩნევიან.
კლუბებს შორის არსებული პრინციპული მეტოქეობის მიუხედავად, მბაპემ ესპანელ ფეხბურთელზე საუბრისას აღნიშნა, რომ იამალს წარმატებისთვის საჭირო ყველა თვისება აქვს:
რომელი ფეხბურთელების თამაში მომწონს ახლა ყველაზე მეტად? სახელების ჩამოთვლა არ მინდა, რადგან შეიძლება ვინმე გამომრჩეს... მსოფლიოს საუკეთესო ათეულზე ან თხუთმეტეულზე, ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით. ახალგაზრდებს შორის კი ლამინ იამალი უნდა გამოვყო - მას აბსოლუტურად ყველაფერი აქვს
გარდა იამალისა, მბაპემ სხვა ახალგაზრდა ვარსკვლავებიც დაასახელა და მათი ძლიერი მხარეები შეაფასა:
ესტევაო: გამოირჩევა განსაკუთრებული კრეატიულობით მოედანზე.
არდა გიულერი: აქვს რესურსი, რომ ფეხბურთში ძალიან შორს წავიდეს.
ენდრიკი: დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშეა, რომელიც ნამდვილი გოლეადორია.
უორენ ზაირ-ემერი და დეზირე დუე: ფრანგ ტალანტებს სამომავლოდ აუცილებლად ექნებათ დიდებული კარიერა.