რაფინიას ბრწყინვალე თამაში ბარსელონაში უბრალოდ კარგი სტარტი აღარ არის.
ბრაზილიელმა ისეთ დონეს მიაღწია, რომელიც კლუბის ისტორიაში გამორჩეული თანამემამულეების, ევარისტოს, რომარიოს, რონალდოს, რივალდოს, რონალდინიოსა და ნეიმარის გვერდით აყენებს.
ამ ტრანსფორმაციაში მთავარი როლი ჰანსი ფლიკმა ითამაშა. რაფინიამ ისტორიული სეზონი დაიწყო და გამოკვეთილ თავდამსხმელად ქცევის შემდეგ, კაპიტნის სამკლაურით პირველ 5 მატჩში 8 გოლი გაიტანა (6 ლა ლიგაში, 2 ჩემპიონთა ლიგაზე). მან რობერტ ლევანდოვსკის არყოფნა იდეალურად დააბალანსა.
ჩემპიონთა ლიგაზე ფეიენორდის წინააღმდეგ გატანილი დუბლით, რაფინია გოლების რაოდენობით თავის კერპს, ნეიმარს გაუთანაბრდა და ჩემპიონთა ლიგის ბრაზილიელ ბომბარდირთა ტოპ ათეულში შევიდა.
ევროტურნირებზე ბარსელონას მაისურით 34 მატჩში რაფინიას 21 გოლი და 18 ასისტი აქვს. ნეიმარმა 4 სეზონში (2013-2017) 40 შეხვედრაში 21 გოლი და 19 ასისტი მიითვალა. მთავარი ისაა, რომ რაფინიამ ამას ბევრად ნაკლებ დროში მიაღწია, მან 2,610 წუთი ითამაშა, ნეიმარმა კი 3,408.
ბარსელონაში ნეიმარის რეკორდის გამეორებას რაფინიასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კლუბმა უკვე დაიწყო მუშაობა მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებასა და გაუმჯობესებაზე.