ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონში კლუბის მიზანი ოთხივე ტიტულის მოგებაა.
„ძალიან კონკურენტუნარიანი და დაბალანსებული შემადგენლობა გვყავს, დეკუმ ფანტასტიკურად იმუშავა. ყველამ ყურადღებით უნდა იმოქმედოს. დიდი ხარისხი გაგვაჩნია და ფაქტობრივად ორი ძალიან ძლიერი გუნდის დაყენება შეგვიძლია. მოდუნების უფლება არავის აქვს.
ჩვენ ტიტულებისთვის ვიბრძვით. წელს ჩვენი მიზანი ლა ლიგის, თასის, სუპერთასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა - ეს ყველაფერი გუნდური სულისკვეთების გათვალისწინებით.
თუ ამაზე ვიფიქრებთ, ეს ტიტულებამდე მიგვიყვანს. განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის მოგება გვსურს“, - განაცხადა ლაპორტამ.
ეს სიტყვები მან კატალონიის ეროვნულ დღეს, რაფაელ კაზანოვას ძეგლის ყვავილებით შემკობის ცერემონიაზე წარმოთქვა.