ბარსელონას მცველი, ჟულ კუნდე გუნდური ვარჯიშების დასრულების შემდეგ მოედანზე რჩება და ინდივიდუალურად მუშაობს, - იუწყება Sport.
პირველი გუნდის ვარჯიშის შემდეგ ფრანგი ფიზმომზადების მწვრთნელებთან და ფიზიოთერაპევტებთან ერთად აგრძელებს შრომას.
კუნდეს მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს ოპტიმალურ ფორმას და ჰანსი ფლიკის ნდობა მოიპოვოს.
სეზონის სტარტზე მცველის სტატუსი შეიცვალა - ბარსელონაში ტრანსფერის შემდეგ პირველად, მისი ადგილი ძირითად შემადგენლობაში გარანტირებული აღარ არის.
აღსანიშნავია, რომ ფრანგი ინდივიდუალურად მაშინაც ვარჯიშობდა, როცა კლუბის საკვანძო მოთამაშედ ითვლებოდა.