ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის ოქროს ბურთის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
ფრანგული გამოცემა Topmercato 5 ძირითადი მიზეზს წარმოგვიდგენს, რატომაც ქართველმა ეს ჯილდო უნდა მოიგოს.
1. შთამბეჭდავი გუნდური ტიტულები
პსჟ-სთან ერთად კვარაცხელიამ UEFA-ს ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი, საკონტინენტთაშორისო თასი, საფრანგეთის სუპერთასი და ახლახან გამართული ევროპის სუპერთასიც მოიგო.
2. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშე
უეფამ იგი 2025-2026ს ეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მან ტურნირზე 16 შეხვედრაში 10 გოლი და 6 პასი მიითვალა და ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, ვინც ფლეი-ოფის 7 მატჩში ზედიზედ იყო შედეგიანი (გაიტანა გოლი ან გააკეთა ასისტი).
3. მსოფლიო ჩემპიონატზე ართამაშის პრეცედენტი
ისტორიაში უკვე არსებობს შემთხვევა (კევინ კიგანი 1978 წელს), როდესაც მოთამაშემ ოქროს ბურთი მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის გარეშე მოიგო, ანუ ეს ხვიჩასთვისაც შესაძლებელია.
4. მუნდიალმა ახალი სუპერ-ფავორიტი არ გამოავლინა
აშშ-ში გამართულმა მსოფლიო ჩემპიონატმა ხელი არ შეუშალა კვარაცხელიას შანსებს, რადგან ტურნირმა მკვეთრი ერთპიროვნული ლიდერი ვერ გამოკვეთა, ხმები კვლავ ფავორიტებს შორის ნაწილდება.
5. ავტორიტეტული ფიგურების მხარდაჭერა
სუპერთასის მატჩის შემდეგ ასტონ ვილას მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ღიად განაცხადა, რომ ქართველი შემტევი ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტია. მსგავს მოსაზრებას იზიარებენ ტონი კროოსი, პლატინი და ფეხბურთის სხვა გამორჩეული წარმომადგენლებიც.