Opta-ს სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პროგნოზი განაახლა.
ტიტულის მთავარ პრეტენდენტად კვლავ ლონდონის არსენალი რჩება. „მეთოფეების“ გამარჯვების შანსი 21,2%-იდან 23%-მდე გაიზარდა.
ფავორიტთა საუკეთესო სამეულში კვლავ შედიან მიუნხენის ბაიერნი (18,2%) და მანჩესტერ სიტი (14,5%).
პსჟ-მა კი მე-4-დან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა - პარიზელთა ტრიუმფს სუპერკომპიუტერი 6%-ით აფასებს.
ფავორიტთა პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. არსენალი - 23%;
2. ბაიერნი - 18,2%;
3. მანჩესტერ სიტი - 14,5%;
4. ბარსელონა - 7,7%;
5. ლივერპული - 7%;
6. პსჟ - 6%;
7. რეალი - 4,3%;
8. მანჩესტერ იუნაიტედი - 3,9%;
9. ასტონ ვილა - 3,3%;
10. ინტერი - 2,4%.