არსენალის მცველმა, გაბრიელ მაგალიაესმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაფუჭებულ პენალტზე ისაუბრა.
მიქელ არტეტას გუნდი პსჟ-სთან მატჩისშემდგომ სერიაში დამარცხდა (1:1, პენალტებით 3:4). ლონდონელთა შემადგენლობაში თავისი შანსები გაბრიელმა და ებერეჩი ეზემ ვერ გამოიყენეს.
„მხოლოდ ისღა დაგრჩენია, გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. ფინალის შემდეგ მათგან უდიდესი მხარდაჭერა მივიღე. ეს წარმოუდგენელი იყო, ძალიან თბილ შეტყობინებებს მიგზავნიდნენ.
თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ეს ფეხბურთის ნაწილია. მსგავსი რამ პირველად არ ხდება.
ისევ რომ მომიწიოს პენალტის დარტყმა, აუცილებლად დავარტყამდი“, - განაცხადა გაბრიელმა ESPN Brasil-თან ინტერვიუში.