გიორგი მამარდაშვილმა ტოტენჰემთან კარაბაოს თასზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ როგორც საკუთარი, ისე ლივერპულის კარგი თამაში შეაფასა.
მამარდაშვილისთვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი იყო და მან რამდენიმე შესანიშნავი მოგერიებით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ „წითლები“ ტურნირის შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
მეორე მხარეს კი ალექსის მაკ ალისტერის, კოდი გაკპოსა და დომინიკ სობოსლაის გოლებმა ლივერპულს 3:1 გამარჯვება მოუტანა.
„სიგიჟე იყო, ყველაფერი გამოვიარეთ, მათ შორის ამინდიც! თუმცა კარგი მატჩი გამოვიდა. სიამოვნება მივიღე“, - განუცხადა მამარდაშვილმა შეხვედრის შემდეგ Liverpoolfc.com-ს.
ბედნიერი ვარ, რომ რამდენიმე ბურთის მოგერიება შევძელი, რადგან ამით გუნდს ცოტათი დავეხმარე. დიახ, ბედნიერი ვარ.
საქართველოს ნაკრების მეკარემ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოგერიება მეორე ტაიმის მიწურულს შეასრულა, როდესაც ანგარიში 2:1 იყო, მან ტოტენჰემის თავდამსხმელ ომარ მარმუშის დარტყმის შემდეგ მიმართულებაშეცვლილი ბურთი მოიგერია.
კონკრეტულად ამ მოგერიების მნიშვნელობაზე საუბრისას მამარდაშვილმა დაამატა:
ახლახან ვნახე ეს მომენტი გამეორებით. მართლაც სიგიჟე იყო. კარგი მოგერიება გამოვიდა.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. განსაკუთრებით ენფილდზე, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე. ძალიან ბედნიერი ვარ.
ამ სეზონში თამაშის შესაძლებლობა ჯერ არ მქონია, ამიტომ დღეს მინდოდა, მოედანზე ყოფნით სიამოვნება მიმეღო და ასეც მოხდა. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ“.
VIDEO: მამარდას ბრწყინვალე მოგერიებები - ლივერპული შემდეგ ეტაპზეა