გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის მაისურით მიმდინარე სეზონში პირველი ოფიციალური მატჩი ინგლისის ლიგის თასზე ტოტენჰემის წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც მისმა გუნდმა 3:1 იმარჯვა.
ქართველმა მეკარემ შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა და 5 მნიშვნელოვანი დარტყმა მოიგერია.
VIDEO: მამარდას ბრწყინვალე მოგერიებები - ლივერპული შემდეგ ეტაპზეა
ბრიტანულმა მედიამ ქართველი მეკარის დებიუტი დადებითად, თუმცა არაერთგვაროვნად შეაფასა. Independent (8 ქულა) აღნიშნავს:
ლივერპულის მეორე მეკარემ მატჩის დასაწყისში, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, შესანიშნავი სეივი განახორციელა, თუმცა ის არადამაჯერებლად გამოიყურებოდა კუთხურის ეპიზოდში, რომელსაც ტოტენჰემის გოლი მოჰყვა.
This Is Anfield-ის (7 ქულა) შეფასებით, გიორგის არაერთგვაროვანი თამაშის ჩვენება "უყვარს". გამოცემა წერს:
მამარდაშვილი, უდავოდ, მრავალი კუთხით ძალიან მაღალი დონის მეკარეა, თუმცა სტაბილურობის მხრივ ჯერ კიდევ ბევრი უკლია იმ დონემდე, რომ ამ მხრივაც გამორჩეულად ჩაიფვალოს.
საკუთარ პოზიციას აფიქსირებს Sports Illustrated (7.9 ქულა) და მიუთითებს, რომ მატჩის მიწურულს მამარდაშვილის შესრულებულმა გასაოცარმა მოგერიებამ ლივერპულს უპირატესობა შეუნარჩუნა.
თავის მხრივ, Liverpool.com (6 ქულა) აღნიშნავს:
მისი პირველივე პასი მოედნის ფარგლებს გარეთ გავიდა. მაყურებელმა უკმაყოფილება გამოთქვა, თუმცა გასაკვირი არც იყო, რომ გუნდთან შეთამაშება ჯერ კიდევ აკლდა. ზოგადი შთაბეჭდილება არაერთგვაროვანია.
მსგავს პოზიციას იზიარებს Liverpool Echo (7 ქულა), რომელიც წერს, რომ მოჰამედ კუდუსის დარტყმის შემდეგ მეორე ტაიმში კარგი სეივი განახორციელა და ომარ მარმუშის წინააღმდეგ სეივიც აღმაფრთოვანებელი იყო, თუმცა ტოტენჰემის გოლისას არადამაჯერებელად ითამაშა.