ლივერპულმა ინგლისის ლიგის თასზე ტოტენჰემი 3:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, რაშიც დიდი წვლილი გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა.
ქართველმა მეკარემ მატჩის ბოლოსკენ საოცარი სეივი შეასრულა და გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა.
VIDEO: მამარდას ბრწყინვალე მოგერიებები - ლივერპული შემდეგ ეტაპზეა
შეხვედრის დასრულების შემდეგ მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ანდონი ირაოლამ Sky Sports-თან საუბრისას ქართველი მეკარის თამაში გამოარჩია:
მახსოვს ის შესანიშნავი სეივი, რომელიც გიორგიმ მატჩის გადამწყვეტ მომენტში შეასრულა. ასე რომ, მის გამო ბედნიერი ვარ. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ბევრი ფეხბურთელი იყოს ჩვენს განკარგულებაში, რადგან ამ სეზონში ოთხ ტურნირზე ვასპარეზობთ და თითოეული მათგანი დაგვჭირდება.