უეფას ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეს, უკრაინის ეროვნულ გუნდს, სექტემბერ-ოქტომბრის მატჩების წინ სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა.
უკრაინული მედიის ცნობით, ნაკრების შეკრებაზე ჩასვლაზე უარი ბრენტფორდის ნახევარმცველმა ეჰორ იარმოლიუკმა და მადრიდის რეალის მეკარემ ანდრეი ლუნინმა განაცხადეს.
იარმოლიუკის ოფიციალურ მიზეზად ტრავმა დასახელდა, თუმცა უკრაინულ მხარეს ამაში ეჭვი ეპარება. მიუხედავად იმისა, რომ ფიფას რეგულაციებით ასოციაციას ფეხბურთელის ბაზაზე შემოწმება შეეძლო, ინგლისური კლუბის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია საკმარისი აღმოჩნდა.
რაც შეეხება ანდრეი ლუნინს, ის სამწვრთნელო შტაბის ყურადღების მიღმა დარჩა, რასაც ექსპერტები წარსულში მომხდარ ინციდენტებს და სასტარტო შემადგენლობასთან დაკავშირებულ გახმაურებულ უთანხმოებებს უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უკრაინის ეროვნული ნაკრებები ერთა ლიგაზე ერთმანეთს 28 სექტემბერს, თბილისში, დინამო არენაზე დაუპირისპირდებიან.