11 დღეში 4 მატჩი - იტალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლის შემდეგ ენთუზიაზმისა და თავდაჯერების დაბრუნებას შეეცდება.
„აძური“ ერთა ლიგის ახალ გათამაშებას რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით იწყებს, რომელმაც 34-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
იტალიის ნაკრებში 9 ფეხბურთელი პირველად გამოიძახეს: ბოლონიას მეკარე მასიმო პესინა, რომას მცველი დანიელე გილარდი, ბრენტფორდის მცველი მაიკლ კაიოდე, მონცას მცველი ედი კუადიო, კალიარის ნახევარმცველი ალესანდრო რომანო, სპორტინგის ნახევარმცველი ისა დუმბია, სასუოლოს თავდამსხმელი სებასტიანო ესპოზიტო, ნაპოლის თავდამსხმელი ანტონიო ვერგარა და ნიურნბერგის თავდამსხმელი მოჰამედ ალი ზომა.
ჰონესტ აჰანორმა (კრისტალ პალასი) და სამუელე ინასიომ (დორტმუნდი) ნაკრებში ადგილი შეინარჩუნეს - ორივე მათგანი ივნისში ლუქსემბურგისა და საბერძნეთის წინააღმდეგ გამართული ამხანაგური მატჩებისთვისაც იყო გამოძახებული.
„აძურის“ შემადგენლობაში პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ ნიკოლო ფაჯოლი და ნიკოლო ძანიოლო. ორივე მათგანმა იტალიის ნაკრებში ბოლოს 2024 წლის ოქტომბერში ითამაშა. როლანდო მანდრაგორა კი ეროვნულ გუნდში პირველად 2021 წლის მარტის შემდეგ ბრუნდება.
იტალიის ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე გათამაშებას 25 სექტემბერს ბელგიის წინააღმდეგ დაიწყებს. მატჩი რომში, სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართება.
3 დღის შემდეგ „აძური“ ბურსაში გაემგზავრება, სადაც ათათურქის სპორტულ კომპლექსში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
2 ოქტომბერს იტალია სენ-დენიში საფრანგეთს შეხვდება, ხოლო სეზონის პირველი სანაკრებო ფანჯარა 5 ოქტომბერს, ბოლონიაში, სტადიო რენატო დალ’არაზე თურქეთთან მეორე მატჩით დასრულდება.
მეკარეები: მარკო კარნეზეკი (ატალანტა), ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი), მასიმო პესინა (ბოლონია), გულიელმო ვიკარიო (იუვენტუსი);
მცველები: ჰონესტ აჰანორი (კრისტალ პალასი), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), რიკარდო კალაფიორი (არსენალი), დიეგო კოპოლა (პარიზი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), დანიელე გილარდი (რომა), მაიკლ კაიოდე (ბრენტფორდი), ედი კუადიო (მონცა), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა);
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ისა დუმბია (სპორტინგი), ნიკოლო ფაჯოლი (ფიორენტინა), დავიდე ფრატეზი (ლაციო), როლანდო მანდრაგორა (ტორინო), ალესანდრო რომანო (კალიარი), სანდრო ტონალი (ტოტენჰემი);
თავდამსხმელები: ნიკოლო კამბიაგი (ბოლონია), ფრანჩესკო პიო ესპოზიტო (ინტერი), სებასტიანო ესპოზიტო (სასუოლო), სამუელე ინასიო (დორტმუნდი), მოიზე კინი (კომო), დანიელ მალდინი (კალიარი), ჯაკომო რასპადორი (ატალანტა), ჯანლუკა სკამაკა (ატალანტა), ანტონიო ვერგარა (ნაპოლი), ნიკოლო ძანიოლო (უდინეზე), მოჰამედ ალი ზომა (ნიურნბერგი).