• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,მარადიული სიმბოლო" - იტალიური ფეხბურთის ლეგენდა გარდაიცვალა
ფეხბურთიფეხბურთი

,,მარადიული სიმბოლო" - იტალიური ფეხბურთის ლეგენდა გარდაიცვალა

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ინტერმა პატივი მიაგო კლუბის ლეგენდას და იტალიური ფეხბურთის დიდებულ წარმომადგენელს, სანდრო მაცოლას, რომელიც 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.


თავდამსხმელმა ინტერში თითქმის 20-წლიანი კარიერის განმავლობაში 4-ჯერ მოიგო სერია A და 2-ჯერ-— ევროპის ჩემპიონთა თასი.


მაცოლა იტალიის ნაკრებთან ერთად 1968 წელს ევროპის ჩემპიონიც გახდა, ხოლო 2 წლის შემდეგ, 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ვერცხლის მედალი მოიპოვა.


ინტერმა X-ზე განცხადება გამოაქვეყნა:


„არიან ადამიანები, რომლებიც ისტორიაში შედიან. და არიან ისეთებიც, რომლებიც თავად ხდებიან ინტერის ისტორია.


ახალგაზრდა ნერაძურიდან მარადიულ სიმბოლომდე, სანდრო მაცოლამ რამდენიმე თაობა გააერთიანა, იმარჯვებდა, გულშემატკივრებს ემოციებს ჩუქნიდა და ამ ფერებისადმი სიყვარულს მომავალ თაობებს გადასცემდა.


ის მოედანზე ბრწყინავდა და ახლაც ბრწყინავს, ჩვენი ულვაშიანი ვარსკვლავი. როგორც თავად ხშირად ამბობდა, მას მხოლოდ ერთი, უკანასკნელი სურვილი ჰქონდა: ხალხს დაემახსოვრებინა, როგორც კარგი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი შეუძლებელი ჩანდა“.


მაცოლამ ინტერის მაისურით 1960-დან 1977 წლამდე 567 მატჩი ჩაატარა და 161 გოლი გაიტანა. 1968 წელს მან იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის დაარსებაშიც მიიღო მონაწილეობა. იტალიის ნაკრებში მაცოლას ანგარიშზე 70 მატჩი და 22 გოლია.


საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის ინტერსა და ტორინოში სპორტულ დირექტორად მუშაობდა. მოგვიანებით მაცოლა კომენტატორიც იყო და, აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალებში გამარჯვებები როგორც 1982, ისე 2006 წელს გააშუქა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ინტერი
იტალია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: 0:2-იდან 5:3! - ჩაკვეს დაბრუნება და ინტერის ზედიზედ მეორე გიჟური ქამბექი სერია A-ში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: 0:2-იდან 5:3! - ჩაკვეს დაბრუნება და ინტერის ზედიზედ მეორე გიჟური ქამბექი სერია A-ში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩაკვეტაძის ისტორიული დებიუტი - მერამდენე ქართველია გიორგი, რომელმაც სერია ა-ში ითამაშა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩაკვეტაძის ისტორიული დებიუტი - მერამდენე ქართველია გიორგი, რომელმაც სერია ა-ში ითამაშა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლიონელ მესიმ ნახევარ მილიარდ ევროზე უარი თქვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლიონელ მესიმ ნახევარ მილიარდ ევროზე უარი თქვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩინი იტალიაში თავიდან იწყებს: 34-კაციან სიაში 9 დებიუტანტია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მანჩინი იტალიაში თავიდან იწყებს: 34-კაციან სიაში 9 დებიუტანტია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

14 სექ, 2026

VIDEO: 0:2-იდან 5:3! - ჩაკვეს დაბრუნება და ინტერის ზედიზედ მეორე გიჟური ქამბექი სერია A-ში

News image

15 სექ, 2026

ჩაკვეტაძის ისტორიული დებიუტი - მერამდენე ქართველია გიორგი, რომელმაც სერია ა-ში ითამაშა?

News image

16 სექ, 2026

ლიონელ მესიმ ნახევარ მილიარდ ევროზე უარი თქვა

News image

6 სთ წინ

მანჩინი იტალიაში თავიდან იწყებს: 34-კაციან სიაში 9 დებიუტანტია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება